კულტურის სამინისტრომ კონკურსში – „თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსში „თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:
„1. „თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის ანთოლოგიის გამოცემა ქართულ ენაზე“, განმახორციელებელი – სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2. ედვარდ რაძინსკის პიესის „დოსტოევსკის ცოლის როლის შემსრულებელი მოხუცი მსახიობი ქალი“ თარგმანი ქართულ ენაზე, განმახორციელებელი – ფ/პ ია გოგიშვილი;
3. იასმინა რეზას სამი პიესის თარგმანი ქართულ ენაზე, თეატრ ჰარაკში მოხდება პიესების კითხვა და გაიმართება სემინარ-დისკუსიები, განმახორციელებელი – შპს ქამელეონი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 14 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს სულ შვიდმა განმცხადებელმა მომართა.
2021 წელს მოცემული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ორი პროექტი:
1. პროექტი კირკე – „ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა; ეილიტ მარომის მასტერკლასები”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ სამი კურდღელი. პროექტის ფარგლებში ნიდერლანდელმა არტისტმა, ცეკვის კომპანიის „Helicopter” წარმომადგენელმა, ეილიტ მარომმა ქართული აუდიტორიისთვის გამართა 10 უფასო ონლაინ მასტერკლასი ქორეოგრაფიული წარმოდგენის სცენარის შექმნასა და არტკრიტიკაში. მასტერკლასების ძირითადი თემა იყო ქორეოგრაფიული წარმოდგენის სცენარი (ქორეოდრამა).
2. პროექტი „დრამატურგიის ყოველწლიური საავტორო ფესტივალი”, განმახორციელებელი – შპს ქამელეონი. პროექტის ფარგლებში, ქართულად ითარგმნა ფრანგი დრამატურგის ბერნარ-მარი კოლტესის 5 პიესა, გაიმართა ერთ-ერთი პიესის თეატრალური კითხვა, ჩატარდა ვორკშოპი და სემინარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები