ბოსნია-ჰერცოგოვინაში 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

   ბოსნია-ჰერცოგოვინას სხვადასხვა ქალაქში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებების შედეგად, 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს. სარაევოსა და ტუზლაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქვეყანაში უმუშევრობის მაღალ დონეს აპროტესტებენ. ბოსნიელთა თითქმის 40% სამსახურის გარეშეა. ტუზლაში საპროტესტო გამოსვლები, ადგილობრივი ფაბრიკების დახურვისა და გაყიდვის გამო, რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები