მიხეილ სააკაშვილმა კიევის პატრიარქს 85 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქს 85 წლის იუბილე მიულოცა. პატრიარქმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაზე გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე და ამ სიტყვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სააკაშვილისა და პატრიარქის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მოვლენები იყო. კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი წიგნი საჩუქრად გადასცა.