თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე გავრცელებული ცნობების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

“ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები