„მიხარია რომ ჩვენები ოლიმპიადაში მონაწილეობენ“

რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია, – ასე შეაფასა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა. როგორც მომღერალმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეაქცია“ აღნიშნა, ის გახარებულია ფაქტით, რომ ქართული დელეგაცია ოლიმპიდაზე გაემგზავრა და იქ მონაწილეობს.
“მე ვფიქრობ, რომ ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან იმედი მაქვს, რომ ქართველები შესანიშნავად წარმოადგენენ ჩვენს ლამაზ საქართველოს. რაც შეეხება სპორტსა და კულტურას, ეს არის მსოფლიო ოლიმპიადა და ამას უნდა გაესვას ხაზი. რატომ არ უნდა გამოვიდნენ ჩვენები და რატომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა?! მიხარია, რომ ჩვენები მონაწილეობენ. რაც შეეხება ნიჩაევს, მთელი სულითა და გულით ვამბობ, რომ მე არ ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება, მე მას არ ვიცნობ, იგი მეჩირაღდნე იყო და მე ეს თქვენგან გავიგე. რაც შეეხება იმას, თუ რას შეცვლის ეს ურთიერთობაში, მე მინდა ვთქვა: “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ იდეალური შედეგი მივიღოთ. პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუნდაც მსგავსი ღონისძიებებით, როგორიც ეს ოლიმპიადაა, უნდა მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა რომ ხდებოდეს საქართველოში”, – განაცხადა ღურწკაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები