საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები იმართება

ჩეხურ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ ინვესტიციები, იმსჯელონ სამომავლო თანამშრომლობაზე და გააფართოვონ ბიზნესი, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მატივ ცნობით, ფორუმზე მონაწილეობს 20-ზე მეტი წამყვანი ჩეხური კომპანია მშენებლობისა და დეველოპმენტის, მცირე ზომის ჰესების მშენებლობის, იურიდიული მომსახურებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკო ტურიზმის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, სივრცითი დაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემების, ენერგომომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა სექტორებიდან.

ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მთავარი ამოცანაა საქართველოში პარტნიორების მოძიება, ინვესტიციებისა და ბიზნეს კავშირების გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები