“რესპუბლიკური საავადმყოფოს” გენერალური დირექტორის პოზიციაზე ლევან გოფოძეს ლიკა ჭუმბურიძე შეცვლის
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან, აღნიშნულ თანამდებობას ლიკა ჭუმბურიძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ბოკერიას კლინიკის ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებს.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა. ლევან გოფოძემ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, პოსტი პირადი განაცხადის საფუძველზე დატოვა. თანამდებობაზე ასევე აღარ არიან დირექტორის მოადგილე, ჯავარა უგრეხელიძე და კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე.