ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი საქართველოში ჩამოსული იყო იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია, ქაოსი, არეულობა მოეწყო – მას გარკვეული მისია ჰქონდა, რაც ვერ შედგა
სააკაშვილი საქართველოში ჩამოსული იყო იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია, ქაოსი, არეულობა მოეწყო. მას გარკვეული მისია ჰქონდა, რაც ვერ შედგა და ამიტომ არიან შეშფოთებულები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას არა ომში ჩართვა, არამედ სტაბილურობა და განვითარება სჭირდება.
“რამდენიმე დღის წინ, კიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რომ იყოს, ომი დაწყებული იქნებოდა, მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსული იყო იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია, ქაოსი, არეულობა მოეწყო. მას გარკვეული მისია ჰქონდა, რაც ვერ შედგა და ამიტომ არიან შეშფოთებულები. საქართველოს ომში ჩართვა არ სჭირდება, მოსახლეობა ომის წინააღმდეგია, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება. სააკაშვილის ჯანმრთელობას მოიგონებენ, შიმშილობას თუ სხვა რამეს, ეს კინო უკვე ნანახია და ამაზე ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.