ირაკლი ქადაგიშვილი – რადიკალური ოპოზიციის მიზანია არეულობის, ომის, ან რაიმე სხვა მძიმე მოვლენის ფონზე ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანოს
რადიკალური ოპოზიციის მიზანია არეულობის, ომის, ან რაიმე სხვა მძიმე მოვლენის ფონზე ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ი განაცხადა.
ქადაგიშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში გათამაშდა იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ახალი უკმაყოფილებისთვისა და ახალი ქმედებებისთვის იმპულსი მიეცა.
„სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომი, როდესაც საინფორმაციო შტურმი იწყება. როგორც ცხელი ომის დროს, ჯერ საცეცხლე მომზადება არის და შემდეგ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები იწყებენ წმედებას, ასეა ჰიბრიდული ომის დროსაც. გავრცელდა ფარული ჩანაწერი და ამას პირველი იგებს პროპაგანდისტული ტელევიზია. ამის ტირაჟირება ხდება მედიის საშუალებით, შემდეგ „ფეისბუქით“, სოციალურ ქსელებში და ა.შ. მაშინვე იწყება შესაბამისი რადიკალური, პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკოსების ორკესტრირებული განცხადებები. ერთვება „ნაცმოძრაობის უკრაინის ფილიალი“, რომელიც მაშინვე იწყებს საუბარს სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. დღეს დილიდანვე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, ჩაუტარებია კვლევა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ბიზნესი რუსეთში და ეს მთელი ჯაჭვი გააერთიანა.
ეს ყველაფერი ერთ დღეში გათამაშდა იმისთვის, რომ ახალი უკმაყოფილებისთვისა და ახალი ქმედებებისთვის მიეცათ იმპულსი. ვის აწყობს ეს? რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას, რომლის მიზანია რამენაირად ქვეყანაში არეულობის, ომის, ან რაიმე სხვა მძიმე მოვლენის ფონზე ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.