მთავარი მოწოდება, რასაც ვაშინგტონში ვაკეთებ, არის ის, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი იქ, როდესაც ადმინისტრაცია საუბრობს რეგიონის საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვაშინგტონ პოსტ ლაივის“ ეთერში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება.
„უპირველეს ყოვლისა, მე არასოდეს ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი, რადგან მომავლის პროგნოზირებას არ უნდა ვცდილობდეთ. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ როგორც ჩვენი ევროპელი, ისე ამერიკელი პარტნიორების ყურადღება.
ასე რომ, მთავარი მოწოდება, რასაც ვაშინგტონში ვაკეთებ, არის ის, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი იქ, როდესაც ადმინისტრაცია საუბრობს რეგიონის საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს მეტ მხარდაჭერას, რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ეს არის ის, რისიც ძალიან მადლიერი ვართ, ევროინტეგრაციისკენ ახალი გზის მხარდაჭერა, რომელიც ევროპელმა მაღალჩინოსნებმა გახსნეს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. ეს არის პასუხი ნებისმიერ გამოწვევაზე ან საფრთხეზე, რომელიც რუსეთმა შეიძლება შეუქმნას ჩვენს ქვეყანას ან ამ შემთხვევაში მოლდოვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.