ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არცერთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება

ჩვენ არცერთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია.

„მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არა ლეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები