გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის გამოშვება უდრის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას
მიხეილ სააკაშვილის გამოშვება უდრის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„უკრაინის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა პირდაპირ თქვა: დღედ რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, ის შეძლება ომის ჩართვას. ეს ნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნა პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება იმას, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართული იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს. პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.