ირაკლი ქადაგიშვილი – მათი მთავარი მიზანია, რამენაირად დაიხსნან სააკაშვილი, მათი სურვილია, მეორე ფრონტი გაიხსნას, ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში
“ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ვერ გადახარშავს, რომ მისი დესანტირების მიზნები ჩაფუშულია და საქართველოს მოსახლეობას ის ამოცანები არ აქვს, რაც მას და არესტოვიჩს ჰქონდათ, მანამდე მუდმივად “ავად ვარ” ძახილში იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სპეკულაციები არ სრულდება.
“აქედან გამომდინარე, თვეების განმავლობაში გვესმის საუბარი იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს ისე, რომ სიკვდილის პირას არის და ა.შ. ეს არის დაუსრულებელი სპეკულაცია. შესაბამისი სამსახური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას გვაწვდის და მისი როგორც ჯანმრთელობა, ასევე პატიმრის უფლებები დაცულია. სტრასბურგის სასამართლომ ეს სურათი დაგვანახა, როცა მის მიმართ არაადამიანური და წამების საქმე არ განიხილა. ვინც საჯარო ინფორმაციას გაეცნობა, ნათელი ხდება, რომ ამ ადამიანის უფლება კი არ ირღვევა, არამედ დემოკრატიის უფლებები ირღვევა, როცა პატიმარი სცემს და აგინებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.