გიორგი მარგველაშვილი “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ხდება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა მოიპოვა.

როგორც ცნობილი ხდება, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და საკითხზე პარტიაშიც თანხმდებიან.

რაც შეეხება თავად მარგველაშვილს, ყოფილი პრეზიდენტი კომენტარისგან თავს იკავებს. ამასთან, ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში ჩავიდა და, როგორც მარგველაშვილმა განმარტა, აღნიშნული სააკაშვილთან შეთანხმებით მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები