ლეილა აბაშიძე იუბილარია

ქართველ კინომსახიობს, რეჟისორსა და სცენარისტს დღეს 85 წელი შეუსრულდა

ლეილა აბაშიძე 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა კომედიური და დრამატული სახეები. არის მხატვრული ფილმების: „მოლოდინი“, „კოშკები სდუმან“ სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. 1958 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები