ზელენსკი – უკრაინულ ძალებს არ აქვთ საკმარისი სერიოზული და მძიმე იარაღი მარიუპოლში რუსული არმიის დასამარცხებლად

In this handout picture taken late on March 17, 2022 and released by the Ukrainian Presidency Press Office, Ukrainian President Volodymyr Zelensky delivers a video address in Kyiv. (Photo by Handout / UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SERVICE / AFP) / RESTRICTED TO EDITORIAL USE - MANDATORY CREDIT "AFP PHOTO / Ukrainian presidential press service / handout" - NO MARKETING NO ADVERTISING CAMPAIGNS - DISTRIBUTED AS A SERVICE TO CLIENTS (Photo by HANDOUT/UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SER/AFP via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ძალებს არ აქვთ საკმარისი სერიოზული და მძიმე იარაღი მარიუპოლში რუსული არმიის დასამარცხებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, ზელენსკიმ ქალაქში დაპირისპირების დასასრულებლად ორი პოტენციური გზა გამოყო.

„პირველი, ეს მოიცავს სერიოზულ და მძიმე იარაღს […] ამ მომენტში ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი მარიუპოლის გასათავისუფლებლად. მეორე გზა დიპლომატიურია. ჯერჯერობით რუსეთი ამაზე არ დათანხმდა.

ჩვენ არ ვიცით, როდის შევძლებთ მარიუპოლის განბლოკვას. ამას ღიად ვამბობ. მარიუპოლში ყველა ბიჭს ჩვენი გამარჯვება უნდა, მათ უნდათ თავისუფალი ქალაქი, არცერთი არ აპირებს მტერთან დანებებას. ეს არის მათი შინაგანი განცდა. ეს არის ის, თუ როგორები არიან ისინი“, – განაცხადა ზელენსკიმ კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები