Bloomberg: პუტინის გარემოცვა უკრაინაში შეჭრას კატასტროფულ შეცდომად მიიჩნევს
“სახელმწიფო და კერძო სექტორში პუტინის ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრა მოსკოვის კატასტროფული შეცდომა იყო, რომელიც ქვეყანას რამდენიმე წლით უკან დახევს”, – ამის შესახებ Bloomberg-ი ათობით წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, პუტინის გარემოცვის ელიტაში ჯერ ვერ ხედავენ იმის ნიშნებს, რომ კრემლის ლიდერი ამჟამინდელი კურსის შეცვლას აპირებს.
აღინიშნება, რომ პუტინმა არ მიიღო ზოგიერთი ჩინოვნიკის მცდელობა, გაეფრთხილებინა იმ კატასტროფული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ, რომლებიც ქვეყანას დასავლური სანქციების შედეგად ელოდება.
ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ სულ უფრო იზიარებს აშშ-ის დაზვერვის მიერ გაჟღერებულ შიშს, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის შეზღუდულ გამოყენებას მიმართოს, თუ კამპანიის წარუმატებლობას წააწყდება, რომელსაც ისტორიულ მისიად მიიჩნევს.
ამავდროულად, ელიტის ნაწილი მიიჩნევს, რომ ომის გაგრძელება რუსეთს წლობით იზოლაციითა და გაძლიერებული დაძაბულობით ემუქრება, რაც დააზარალებს მის ეკონომიკას.
“პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება მის უკან დგას და რომ რუსები მზად არიან, გაუძლონ გაჭირვებას ეროვნული სიდიადის მისეული ხედვის გამო”, – ნათქვამია სტატიაში.