პუტინი – რუსეთში ტურიზმის განვითარებაზე: კამჩატკაზე ვმონაწილეობდი ვეშაპების შესწავლის ექსპედიციაში, ძალიან საინტერესო იყო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერაციაში ტურიზმის განვითარებაზე საუბრისას გაიხსენა, რომ კამჩატკაზე ვეშაპების შესწავლის ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

“მე კამჩატკაზე მონაწილეობას ვიღებდი ვეშაპების შესწავლის ერთ ექსპედიციაში. ძალიან საინტერესო იყო. იქ ოკეანე, წყალქვეშა სამყარო ძალიან ლამაზია. ხმელეთზეც ვერ მოიწყენ. თუმცა, ეს ამ რეგიონში ცალკე მიმართულებაა, წყალქვეშა ტურიზმი”, – თქვა პუტინმა.

პუტინმა ისაუბრა იაპონიასთან სადავო კურილიის კუნძულებზეც.

“იქ ბუნება სულ სხვაა, კურილიის კუნძულების რაიონში წყალქვეშა სამყარო ძალიან ლამაზია”, – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ფოტო-ვიდეო მასალა მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები