მედვედევი – უცხოელ მებრძოლებზე: უკრაინის ხელისუფლება ფულით ყიდულობს მათ, თუ გადარჩებიან, მოუწევთ თავიანთ ქმედებებზე პასუხისგება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ფულით ყიდულობს უცხო ქვეყნიდან ”ფსიქიკური პრობლემების მქონე პროფესიონალ მკვლელებს”.

მედიის ცნობით, ვინც აგრძელებს ბრძოლას უკრაინაში და უარს ამბობს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ჩაბარებაზე, მედვედევი სიკვდილს უწინასწარმეტყველებს.

”მათზე [უცხოელი მებრძოლები] ჟენევის კონვენცია არ ვრცელდება. […] თავიანთ მეთაურებთან ერთად ბანდერელებიდან, პირველ რიგში, დენაციფიკაციას ექვემდებარებიან. მათ მოუწევთ სრული პასუხისმგებლობის აღება თავიანთ ქმედებებზე, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან.” – აცხადებს მედვედევი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები