საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამის შესახებ IMF-ის 2021-2027 წლების წინასწარ შეფასებასა და პროგნოზშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპით, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს დაიკავებს.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე წლიურად საშუალოდ ორნიშნა მაჩვენებლით, 11.6%-ით გაიზრდება. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2030 წლისთვის 12 500 დოლარს გადააჭარბებს, რითაც საქართველო კავკასიის რეგიონში პირველ ადგილს დაიკავებს.