„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – თელავში ბესო სოლომანაშვილის ახალ ფილმს უჩვენებენ
19 აპრილს, 16:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თელავის ოფისში, კამპანია „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში, ბესო სოლომანაშვილის ახალ მხატვრულ ფილმს უჩვენებენ: „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“.
მთავარ როლს დუტა სხირტლაძე ასრულებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი საქართველოში 2008 წლის რუსეთის აგრესიაზეა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების ფონზე, მოთხრობილია ქართველი გლეხის, რობიზონის ისტორია, რომელსაც არ უნდა იარაღის ხელში აღება, მაგრამ ოკუპაცია აიძულებს გახდეს მეომარი.
ფილმი გადაღებულია საქართველოში ძალიან ცნობილი, თამარ ფხაკაძის მოთხრობის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ მიხედვით. მოთხრობა თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.
მისამართი: თელავი, ჭავჭავაძის ქუჩა N183.