„მზიურში“ ჩინური მედიტაციის ღია გაკვეთილი ჩატარდება
კვირას, 3 აგვისტოს, „მზიურის“ პარკში ჩიგუნისა და თაიჩის ღია გაკვეთილი ჩატარდება. ღიმილზე დაფუძნებულ მედიტაციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გაკვეთილს “ჩინური გამაჯანსაღებელი ჩიგუნის საქართველოს ფედერაცია” ატარებს. ცალკე მეცადინეობა ჩაუტარდებათ ბავშვებსა და მოზარდებს. მასტერკლასს ოსტატი ალი ქუჰზადი და იური ლომიძე გაუძღვებიან. შეხვედრა ილია ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან „მზიურის“ პარკის შესასვლელში 10:30-ზე გაიმართება. მასტერკლასი პარკის ქვედა ნაწილში, ადგილობრივი მშრალი ხიდის სიახლოვეს ჩატარდება.