“ბაზარი ორბელიანზე” გაყიდვების მენეჯერი: მადლობა ტურიზმის ადმინისტრაციას იმ საქმისთვის რასაც აკეთებთ
“ბაზარი ორბელიანზე” გაყიდვების მენეჯერი ტურიზმის ადმინისტრაციას მადლობას უხდის პანდემიის შემდგომ და რეგიონში საომარი ვითარების ფონზე იმ საქმისთვის, რასაც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის აკეთებს.
როგორც მარია ეშლი მალიანი “ფეისბუქზე” წერს, მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად მუშაობა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, პანდემიის შემდგომ პერიოდსა და რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის ფონზე, გეყოს იმის ძალა და რესურსი – გააგრძელო ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდა!
მადლობა მსურს, გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ! გასული ერთი თვის მანძილზე მრავალ პრესტურს და მრავალ ინფო-ტურს ვუმასპინძლე ბაზარი ორბელიანზე!
ყველა ჟურნალისტი, ბლოგერი თუ ტურ-ოპერატორი ერთხმად აღნიშნავდა მსგავსი აქტივობების აუცილებლობას და ქვეყნებს შორის ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის.
ყველას გისურვებთ მშვიდობიან და ნაყოფიერ სეზონს”, – წერს მარია ეშლი მალიანი სოციალურ ქსელში.