კრემლი სიტყვა “გენოციდის” გამოყენებაზე ბაიდენს პასუხობს

კრემლისთვის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები უკრაინელების გენოციდის შესახებ “ვითარების დამახინჯება და მიუღებელია”.

ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მიუღებლად მიგვაჩნია სიტუაციის ასეთი დამახინჯების მცდელობა, განსაკუთრებით, როგორც უკვე ვთქვით, ეს ძნელად მისაღებია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან – ქვეყნისგან, რომელსაც ახალ და თანამედროვე ისტორიაში ცნობილი ქმედებები ჰქონდა“, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები