1851 წლის 12 აპრილს თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა – ეროვნული არქივი ილუსტრაციებს აქვეყნებს

ეროვნული არქივი 1851 წლის 12 აპრილს თბილისში ოპერის თეატრის გახსნის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს  აქვეყნებს.
ილუსტრაციები და ინფორმაცია თეატრის საზეიმო გახსნის შესახებ ფრანგულმა ჟურნალმა L’Illustration Journal Universel 1851 წლის 25 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდა.
თეატრი, რომელიც 700 მაყურებელს იტევდა, მდებარეობდა თბილისში, დღევანდელი თავისუფლების მოედანზე. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ დააპროექტა, ინტერიერი კი მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გააფორმა. სამწუხაროდ, შენობა 1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძარმა გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები