კოვიდსტატისტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბბინა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაიცვალა 1 ადამიანი.

კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 20 ადამიანი მკურნალობს, აქედან 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 53 574 შემთხვევა აღირიცხა. გამოჯანმრთელდა 51 850, ხოლო გარდაიცვალა 682 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები