საქართველოს სპორტული დელეგაცია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს სპორტული დელეგაცია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა. ქართველ ოლიმპიელებს მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური უძღვებოდა. ხუთჯვრიანი დროშებით გაიარეს სცენაზე საქართველოს სპორტული დელეგაციის სხვა წევრებმაც. საქართველოს წარდგენისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა.
საქართველო ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის არიან სამთო მოთხილამურეები – ნინო წიკლაური, ალექსი ბენიაიძე, იასონ აბრამაშვილი და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც ქართველ ოლიმპიელებს 14 თებერვალს კანადიდან შეუერთდება. სოჭის ოლიმპიადაში 88 ქვეყნის 2800 სპორტსმენი 15 სპორტულ დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები