„ბავშვები უკრაინელი ბავშვებისთვის“ – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
9 აპრილს, 14:00 საათზე, სკოლა „ლეტერატო“ მეგობრებთან ერთად, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, მორიგ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას – „ბავშვები უკრაინელი ბავშვებისთვის“ – გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიყიდება მათი მოსწავლეების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად, საიდანაც მიღებული შემოსავლები სრულად გადაირიცხება ომით დაზარალებულთა დახმარების ფონდში.
„ამ მძიმე დროში მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობას ვაჩვენოთ, რომ ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებას და თანადგომას ალტერნატივა არ აქვს. სიკეთის კეთება და საქმით მხარდაჭერის გამოხატვა კი ბრძოლის ის გზაა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი. შემოგვიერთდით, ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მის: ანა პოლიტკოვსკაიას №3.