ბათუმში ლია უკლებას გამოფენა „სახიფათო თამაში“ გაიხსნება
„სახიფათო თამაში“ – ლია უკლებას ნამუშევრების გამოფენა 1 აგვისტოს გაიმართება. გამოფენა ბათუმში, პრესკაფეში 18:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც ტაბუდადებულ თემებს ეხება. ნახატები იმ გარემოს პროტესტია, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.