ზურაბ აზარაშვილი: მომდევნო 2 თვეში დიალიზის თერაპია კიდევ 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომდევნო 2 თვეში დიალიზის თერაპია კიდევ 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი.
„აქტიურად ვმუშაობთ, რათა ყველა რეგიონში თუ ქალაქში ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა სამედიცინო სერვისი. აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა დიალიზთან დაკავშირებული პრობლემები. თავადაც ვიყავი რუხის კლინიკაში, სადაც ზუგდიდიდან ჩამოსულები იღებდნენ ამ სამედიცინო სერვისს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ქალაქში შევაფასეთ არსებული სიტუაცია და პირველ ეტაპზე შევთანხმდით, რომ სამი ყველაზე კრიტიკული ლოკაციის გარდა, სადაც დიალიზის პროგრამა უნდა დავამატოთ, პროგრამა ასევე დაემატება ოთხ კერძო კლინიკაში, რომლებთანაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. მომდევნო 2 თვეში დიალიზის თერაპია კიდევ 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.