ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ფესტივალ “პოემუსის” ფარგლებში 11 წლის ნანიკო ტორონჯაძის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია -კონცერტი გაიმართა. ბავშვს ავთვისებიანი იუნგის სარკომა აქვს. გადაუდებელ ოპერაციას 20 ათასი ევრო სჭირდება. საფრანგეთში მის საოპერაციო ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო, დიმიტრი ცინცაძის ფონდი და მომღერალი ნინო სურგულაძე გადარიცხავენ.
დარჩენილი თანხის შეგროვება მარათონზე 09 01 08 08 06 ნომერზე განხორციელდა.
შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის ფონდში ჩაირიცხება. საქველმოქმედო აქცია ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ გადარიცხონ თანხა ფონდში მისამართებზე: „საქართველოს ბანკი“ კოდი: BAGAGE22 ანგარიში:GE62BG0000000996577500 მიმღები:დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.
„თი – ბი- სი“ ბანკი კოდი:TBCBGE22 ანგარიში:GE98TB7517536080100003 მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.
„პროკრედიტ ბანკი“ კოდი:MIBGGE22 ანგარიში:GE49PC0073600100015054 მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.
„რესპუბლიკა ბანკი“ კოდი:REPLGE22 ანგარიში:GE98BR0000010217224577 მიმღები:დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები