გამოფენა "მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა"

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. გამოფენის – “მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა” მიზანია, ფართო საზოგადოებას მუზეუმის საქმიანობა საგამოფენო დარბაზებს მიღმა წარუდგინოს, გააცნოს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც წლების მანძილზე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურებიან. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ის ექსპონატები, რომლებიც სხვადასხვა დროს სახელმწიფო დაწესებულებების დროებით მფლობელობაში იყო გადაცემული, შემდეგ კი მუზეუმს დაუბრუნდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა და ის დღეს ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა საქართველოში. მის შემადგენლობაშია: 11 მუზეუმი, ეროვნული გალერეა, 4 სახლ-მუზეუმი და 2 სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი. მუზეუმში თავმოყრილია მრავალი უნიკალური კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები.1616295_699809200050245_1452603858_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები