ქრისტიანული პოეზიის მე-4 ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა
ქრისტიანული პოეზიის IV ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“ გაიმართა. ფესტივალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდობისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა 30 ივლისს უმასპინძლა. საღამოზე IV კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე მოხდა წარდგინება ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის ფარგლებში გამოცემული ქართული ქრისტიანული პოეზიის ათტომეულის I და II ტომებისა: „ეკლესია-მონასტრები ქართულ პოეზიაში“ და „ანგელოზი ქართულ პოეზიაში“. ფესტივალის ჟიურიმ მთავარი პრიზით – „წმინდა ნინოს ჯვარით“ დააჯილდოვა: შოთა ზოიძე, ედუარდ უგულავა, ზოია ვაშაკიძე, თამარ ფარჩუკიძე, „წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონით“ კი: ვასილ ბოსტაშვილი, მამუკა დემეტრაშვილი, ჟუჟუნა ხაჯიშვილი, ელდარ ჭიჭიაშვილი, ამირან სურგულაძე, თეიმურაზ ქორიძე და შოთა ტოგონიძე. პრიზით –„ენდალმა“დააჯილდოვა: დავით გაბუნია, მიხეილ ჩხეიძე, შავლეგო არაგველი, დონა კოლხი-ნარმანია, მაგდა ბებიაშვილი, ნიკა ფუტკარაძე.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, გამომცემლობა პალიტრა-L და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ქრისტიანული პოეზიის საიუბილეომე-5 ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“ 2015 წლის სექტემბერში გაიმართება..
ფესტივალის ხელმძღვანელია სამშვიდობო ორგანიზაცია „სადაკოს“ თავმჯდომარე ლია დაუშვილი, ქრისტიანული პოეზიის ათტომეულის გამოცემის ხელმძღვანელი კი აკაკი დაუშვილი.