ჯონსონი: შეთანხმება საკმარისი არ არის სანქციების მოსახსნელად

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთის სანქციების მოსახსნელად, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს.

”პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომებით, ასევე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ რუსეთმა მთლიანად შეცვალოს თავისი კურსი”, – ამბობს ჯონსონი.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, რომელიც თურქეთში გაიმართა, რამდენიმე საათს გაგრძელდა. მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომდევნო რაუნდი, შესაძლოა, დღეს საღამოსვე გაიმართოს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები