YouTube-მ 2014 წლის ყველაზე ყურებადი კლიპები დაასახელა

სოციალურმა ქსელმა YouTube-მ გადაწყვიტა 2014 წლის  პოპულარული კლიპების მონაცემები შეეჯამებინა და მიმდინარე წლის ყველაზე ყურებადი მუსიკალური ვიდეო-რგოლების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველი ადგილი ქეთი პერიმ დაიკავა ვიდეოთი “Dark Horse”. ამ დროისათვის ამ კლიპს “YouTube”-ზე  მილიონი მნახველი ჰყავს. ერთბაშად მეორე და მესამე ადგილი დაიკავა შაკირამ, მეორე ადგილზე რიანასთან ერთად შესრულებული სიმღერა სახელწოდებით – “Can’t Remember to Forget You” გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე  სიმღერის – “La La La”-ს ვიდეო.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი კლიპი ფეხბურთს ეძღვნება და მის პოპულარობას განვლილმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა შეუწყო ხელი.
ამჟამად YouTube -მ  2014 წლის ყველაზე ნახვადი კლიპების ათეული ასე გამოიყურება:
1. Katy Perry — Dark Horse (feat. Juicy J); (495 355 764 ნახვა)
2. Shakira — Can’t Remember to Forget You (feat. Rihanna); (359 152 892 ნახვა)
3. Shakira — La La La (Brazil 2014) [feat. Carlinhos Brown]; (264 577 084 ნახვა)
4. Enrique Iglesias — Bailando (feat. Descemer Bueno, Gente De Zona); (231 514 797 ნახვა)
5. Pitbull — We Are One (Ole Ola) [Olodum Mix]; (218 789 267 ნახვა)
6. The Chainsmokers — #SELFIE; (187 172 405 ნახვა) 7. Iggy Azalea — Fancy (feat. Charli XCX); (178 455 950 ნახვა)
8.Jason Derulo — Wiggle (feat. Snoop Dogg); (155 768 334 ნახვა)
9.FROZEN — Let It Go Sing-along; (137 549 866 ნახვა)
10.Enrique Iglesias — El Perdedor (feat. Marco Antonio Solis). (130 872 089 ნახვა)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები