პუტინმა კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა.
ამის შესახებ რუსული მედია „რია ნოვოსტი“ წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, მთელი გულით ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რუსეთის გმირს, რამზან ახმატოვიჩ კადიროვს რუსეთის პრეზიდენტის, უზენაესი სარდალის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებას!“, – წერს ტელეგრამის არხზე ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი.
ამასთან, ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა „რია ნოვოსტთან“ დაადასტურა, რომ კადიროვი ახლა მარიუპოლში იმყოფება „ჩვენი მებრძოლების ზნეობის ასამაღლებლად“.