WSJ: აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ
რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის 2 წევრს, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის წევრებს თვალების სიწითლე, მუდმივი ცრემლდენა და სახესა და ხელებზე კანის აქერცვლა აღენიშნებოდათ.
მათივე ინფორმაციით, აბრამოვიჩისა და უკრაინული დელეგაციის წევრების, მათ შორის უკრაინის პარლამენტის წევრის, რუსტემ უმეროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დასავლელმა ექსპერტებმა, რომლებმაც მომხდარი ინციდენტი განიხილეს, განაცხადეს, რომ ძნელი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა სიმპტომები გამოწვეული ქიმიური ან ბიოლოგიური შხამით, ან რაიმე სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივებით.