Reuters: სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად კომპრომისზე წასასვლელად მზად არ არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად კომპრომისზე წასასვლელად მზად არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბარში განაცხადა.

„ყველაფერი, რაც მე დავინახე, არის ის, რომ ამ ეტაპზე მას არ სურს კომპრომისზე წასვლა“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში 29-30 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები