რუსული მხარის ცნობით, უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” დროს 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” დროს 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა, 3 825 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ს რუსული რედაქცია აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთმა ინფორმაცია დანაკარგების შესახებ მხოლოდ მეორედ გაავრცელა.
ცნობისთვის, დასავლეთის ცნობით, უკრაინაში შეიარაღებული ძალების შეჭრის დღიდან რუსეთის დანაკარგები 7 000-დან 15 000-მდე მერყეობს.