„უნდა გადაწყვიტოთ, სად ხართ“ – ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერს მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს მიმართა.
“უნგრეთი… მინდა, აქ გავჩერდე და გულწრფელი ვიყო. ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად ხართ. სუვერენული სახელმწიფო ხართ. მე ვყოფილვარ ბუდაპეშტში. ვგიჟდები თქვენს ქალაქზე. ბევრჯერ ვყოფილვარ – ძალიან ლამაზია, ძალიან გულწრფელი. და ასეთივე ხალხია. ისტორიულად ტრაგიკული მომენტები გქონიათ,” – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სანაპიროზე და აქვს ნანახი მემორიალი “ფეხსაცმელები დუნაის მდინარეზე” მასობრივ მკვლელობებზე (საუბარია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალზე, რომელიც 2005 წელს ბუდაპეშტში, დუნაის ნაპირზე დამონტაჟდა).
“მისმინე, ვიქტორ, იცით – რა ხდება მარიუპოლში? გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, გადით თქვენს სანაპიროზე და ნახავთ, როგორ შეიძლება, განმეორდეს მასობრივი მკვლელობები თანამედროვე სამყაროში”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.