ბრიტანეთის დაზვერვა: კიევის სიახლოვეს უკრაინის საპასუხო შეტევები წარმატებულია

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კიევის სიახლოვეს უკრაინული ძალები რუსეთზე წნეხს ზრდიან.

მათი ინფორმაციით, უკრაინის საპასუხო შეტევები კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებში წარმატებულია.

დაზვერვის ვარაუდით, უკრაინამ დაიბრუნა რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი, მათ შორის, მაკარივი და მოსჩუნიც.

”უკრაინის ძალები წარმატებით ახორციელებენ საპასუხო შეტევებს რუსეთის პოზიციებზე დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქებში და, სავარაუდოდ, უკრაინამ ხელახლა დაიკავა მაკარივი და მოსჩუნი.

რეალურია შესაძლებლობა, რომ უკრაინულ ძალებს ახლა ბუჩასა და ირპინში რუსული დანაყოფების ალყაში მოქცევა შეუძლიათ“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის საპასუხო შეტევები რუსულ ძალებს ხელახლა ორგანიზებასა და კიევზე შეტევის განახლებაში ხელს შეუშლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები