ბრიტანეთი უკრაინას 6 ათას რაკეტას გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსული აგრესიისგან დასაცავად კიდევ 6 ათასს რაკეტას გადასცემს, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგოს.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“კრიზისის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია, ან შევინარჩუნოთ თავისუფლების ალი უკრაინაში, ან რისკის წინაშე დავაყენოთ საკუთარი თავი და ევროპა, რომ ის შეიძლება, ჩაქრეს”, – თქვა ჯონსონმა.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 4000-ზე მეტი Javelin-ი და NLAW უკვე გაგზავნა.

იარაღის გარდა, ლონდონი უკრაინელი სამხედროების ხელფასებისთვის 25 მილიონი ფუნტ სტერლინგის გამოყოფასაც გეგმავს (დაახლოებით, 30 მილიონი ევრო).

კიდევ 4,1 მილიონი (4,9 მილიონი ევრო) გადაეცემა BBC Media Corporation-ის, რომლის მენეჯმენტის ინფორმაციით, თანხები რუსეთსა და უკრაინაში დეზინფორმაციასთან ბრძოლას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები