მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია დაამტკიცა

  საქართველოს მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია დაამტკიცა. სახელმწიფომ რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ გაწერა ის ძირითადი ხედვები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. დოკუმენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ბოლქვაძის განცხადებით, მომდევნო კვირაში სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება და დაინტერესებული პირები დაგეგმილი პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. სტრატეგიის დოკუმენტი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგიურად ავრცელებენ, სიხშირეების შეზღუდული რესურსის გამო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრი ქვეყნები 2006 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე შეთანმხდნენ. ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველოს კი სტრატეგიაში გაწერილი აქტივობებისთვის მხოლოდ წელიწადნახევარი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები