მოსამართლემ გაყრილ წყვილს ბავშვებთან ერთად ეკზიუპერის „პატარა უფლისწულის“ წაკითხვა დააკისრა
ქალაქ როსარიო რიკარდო დუტოში, ოჯახურ კონფლიქტებში კომპეტენტურმა არგენტინელმა მოსამართლემ დაშორებულ წყვილს დააკისრა ვალდებულება, მივიდნენ სასამართლოში ბავშვებთან ერთად და მათ ანტუან დე სენტ – ეკზიუპერის მოთხრობა „პატარა უფლისწული“ წაუკითხონ.
მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ყოფილი მეუღლეების გამო მათი 13 და 6 წლის ვაჟები იტანჯებიან.
„პატარა უფლისწულის“ გარდა მშობლებმა ლიტერატურა ეთიკის თემაზეც უნდა წაიკითხონ. ამის შესახებ არგენტინული გამომცემლობა DYN წერს. მედიის ცნობით, მოსამართლემ ჩათვალა, რომ მეუღლეები კატეგორიულად არ ესაუბრებიან ერთმანეთს, რაც მათ შვილებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს (ერთი არასრულწლოვანი დედასთან ცხოვრობს, მეორე – მამასთან).
მოსამართლის აზრით, ასეთი საქციელი ძმებს შორის უკონტაქტობას იწვევს და, შესაბამისად, წყვილი ბავშვების ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს. მოსამართლის განაჩენით, ერთი თვის მანძილზე, კვირაში ერთხელ, მშობლები ვალდებულები არიან, სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ ერთი საათის განმავლობაში წაიკითხონ მოთხრობა „პატარა პრინცი“, ასევე, „ბავშვთა უფლებების კონვენცია“ და ესპანელი ფილოსოფოსის ფერნანდო სავატერას წიგნი – „ამადორას ეთიკა“. მოსამართლის თქმით, ასე მშობლები უკეთ გაუგებენ საკუთარ შვილებს, დაინახავენ მათში პიროვნებებს, რაც ბავშვის აღზრდა-განათლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
მოამზადა გრეტა სარქისოვამ