ამირან გამყრელიძე: წინასწარი გათვლებით, იმუნური ფენა 85%-ის ფარგლებშია
წინასწარი გათვლებით, ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 85 პროცენტის ფარგლებშია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინირებული მოსახლეობის წილი 43.5 პროცენტს შეადგენს.
“დღევანდელი მონაცემებით, მოზრდილი მოსახლეობის 43.5 პროცენტია ვაქცინირებული, რაც, მოგეხსენებათ, დაბალია მაჩვენებელია. თუმცა, წინასწარი გათვლებით, ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 85 პროცენტის ფარგლებშია – აცრილები და კოვიდ გადატანილები. ერთი-ორი კვირის შემდეგ დაზუსტებით გვეცოდინება, ახლა დიდი კვლევა მიმდინარეობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.