მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება.
“ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, ეს არის სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც „ფაიზერის“ მიერ არის შექმნილი. ეს მედიკამენტი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ერთ-ერთი საქართველო იქნება. ყველას, ვინც შეიძლება, ინფიცირების შემთხვევაში დამძიმდეს და ქრონიკული დაავადებები აქვთ, ამ მედიკამენტებს უფასოდ დავურიგებთ”, – აღნიშნა მინისტრმა.