CNN-ი რუსეთს ბოდიშს უხდის

   ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ რუსული კულტურული ძეგლის “მსოფლიოში ყველაზე მახინჯი” ძეგლების სიაში შეიყვანის გამო ბოდიშს იხდის. „სი-ენ-ენ“-მა “მსოფლიოში ყველაზე მახინჯი” ძეგლების სიაში მეცხრამეტე საუკუნის რუსული ძეგლი, ბრესტის ციხესიმაგრე შეიყვანა. რეიტინგი ტელეკომპანიამ ვებგვერდზე 24 იანვარს განათავსა, რასაც რუსეთის და ბელორუსის პროტესტი მოჰყვა. რედაქციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიაში ამ მონუმენტის შეყვანამ რუსეთსა და ბელორუსში მოსახლეობის გრძნობები შეურაცხყო, რის გამოც ისინი ბოდიშს იხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები