რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება.
ამის შესახებ უკრაინულ მედიას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა.
მისი განმარტებით, “აქამდე, ქვეჯგუფებში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა”.
დიალოგის პირველი რაუნდი 28 თებერვალს ბელარუსის საზღვართან, გომელის რაიონში გაიმართა, შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შემდეგ, დელეგაციები ერთმანეთს 3 და 7 მარტს შეხვდნენ.
10 მარტს, ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, ერთმანეთს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები – დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
გასულ კვირას კი დელეგაციების ონლაინშეხვედრა გაიმართა.