„თი-ბი-სის“ არტგალერეაში “სურათები გამოფენიდან” გაიხსნა
„თი-ბი-სის“ არტგალერეაში გამოფენა “სურათები გამოფენიდან” გაიხსნა. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს 2 თვის განმავლობაში ექნება საშუალება, 80-იანი წლების მხატვრების ნამუშევრები იხილოს. გამოფენაზე სულ 20-მდე ნახატია წარმოდგენილი. ექსპოზიცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია 14 თანამედროვე ქართველი მხატვრის ფერწერული ტილოები. ექსპოზიციაში მონაწილეობენ: ბესიკ არბოლიშვილი, ტატო ახალკაციშვილი, იური ბერიშვილი, გია გუგუშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, ლევან ლაღიძე, ზურაბ ნიჟარაძე, შალვა მატუაშვილი, ირაკლი სუთიძე, ოლეგ ტიმჩენკო, სოფო ჩხიკვაძე, გოგი ჩაგელიშვილი, უშანგი ხუმარაშვილი, მამუკა ცეცხლაძე.