ლუკ კოფი: თუ მოსკოვი დამარცხდება, საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა ცხინვალსა და აფხაზეთზე

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის – The Heritage Foundation -ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი Twitter-ზე წერს, რომ თუ რუსი სამხედროები უკრაინაში დამარცხდებიან, სწრაფი ცვლილებები დაიწყება.

”თუ რუსი სამხედროები უკრაინაში დამარცხდებიან და მოსკოვში გადატრიალება ან დიდი პოლიტიკური კრიზისი მოხდება, წარმოდგენაც არ გვაქვს, როგორი შეიძლება, იყოს დომინოს ეფექტი სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორებიცაა მაგალითად ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი. ცვლილებები შესაძლოა, სწრაფად მოხდეს და საქართველოს მთავრობას უნდა უნდა ჰქონდეს გეგმა ამ შესაძლებლობასთან დაკავშირებით”, – წერს ლუკ კოფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები